Loading data...
უკრაინაზე საჰაერო იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსულმა ძალებმა უკრაინის რეგიონებზე 26-27 აგვისტოს საჰაერო იერიშები განახორციელეს. ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა, ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლის დაზიანების შედეგად 56 წლის ქალი დაიღუპა. როვენსკის თემზე იერიში 9 დრონით განხორციელდა, დრონების ნაწილი განადგურებული იყო, ნაწილმა კი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ზაპოროჟიეში იერიშის შედეგად ქალი და კაცი დაიჭრნენ. რამდენიმე სახლს ხანძარი გაუჩნდა.

ორი ადამიანი ქალაქ კრივოი როგში დაიჭრა. როგორც ქალაქის მერმა ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა, ქალაქის საწარმოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

კიევში დრონის ნამსხვრევები ორ დგილას, საცხოვრებელი სახლის ეზოში და სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მანამდე უკრაინის დედაქალაქში ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით იერიშის განგაში გამოცხადდა.