Loading data...
უკრაინაზე რუსეთის საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა და 22 დაიჭრა

20-21 ივნისს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა და 22 დაიჭრა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

რუსულმა ძალებმა „ისკანდერის“, „კინჟალის“ და S-400 ის ტიპის რაკეტები გამოიყენეს. ასევე უკრაინაზე შეტევა 105 დრონით განხორციელდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე განჟას ცნობით, რუსულმა ძალებმა არტილერია, ავიაბომბები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.

მისი ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა ნიკოპოლის რაიონში, ასევე დაზიანდა რამდენიმე შენობა და ავტომობილები.

პოლტავის ოლქში შეტევის ობიექტი ორი საწარმო გახდა. იქ ორი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.