უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა

უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მასიური სარაკეტო თავდასხმის გამო, პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, - ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი.
„რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის აქტიურ მოქმედებებთან დაკავშირებით, დაიწყო პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაციის ოპერაცია ჩვენს საჰაერო სივრცეში. არსებული პროცედურების შესაბამისად, მოიერიშეების მორიგი წყვილი ჰაერში განთავსდა, ხოლო სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები მაღალი დონის მზადყოფნაშია“, - აღნიშნულია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ორპარტიული სარდლობის განცხადებაში.
როგორც პოლონეთში აცხადებენ, აკვირდებიან არსებულ ვითარებას და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალები სრულ მზადყოფნაში არიან დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის.