1750943553
უცხოეთი
უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის თარიღი ტყვეების გაცვლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი - კრემლი

„სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის თარიღი ტყვეების გაცვლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა TASS-ის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა და რუსეთი ამჟამად სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს მიღწეული ჰუმანიტარული შეთანხმებების განხორციელებაზე მუშაობენ.
„ვმუშაობთ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მიღწეული ჰუმანიტარული შეთანხმებების განხორციელებაზე. მას შემდეგ, რაც დასრულდება ყველა ის პროცედურა, რაზეც შეთანხმდნენ, გაცვლასთან დაკავშირებით, დრო იქნება განვსაზღვროთ მესამე რაუნდის თარიღები“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.