1756803740
უცხოეთი
„უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დროა“ - ანტონიო გუტერეში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
„უკრაინაში დიდი ხანია ცეცხლის შეწყვეტის დროა, რაც სამართლიან, ყოვლისმომცველ და მდგრად მშვიდობას გამოიწვევს - გაეროს ქარტიის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს რეზოლუციების შესაბამისად“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე, სამიტზე შეკრებილებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის, ყველა მძევლის გათავისუფლებისა და პალესტინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობისკენ მოუწოდა.
„სუდანიდან მიანმარამდე, საჰელამდე, ავღანეთამდე და მის ფარგლებს გარეთაც ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელი შევუწყოთ დიალოგს და უზრუნველვყოთ მშვიდობა“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.