1761051798
უცხოეთი
უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2026 წლის თებერვლამდე გახანგრძლივდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო კანონპროექტს, რომელიც საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
უკრაინული მედიის ცნობით, 317-მა სახალხო დეპუტატმა ხმა მისცა კანონს „უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ „უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გაგრძელების თაობაზე“ (რეგისტრაციის ნომერი 14128).
კანონის თანახმად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2025 წლის 5 ნოემბრის დილის 05:30 საათიდან 90 დღით, 2026 წლის 3 თებერვლამდე გახანგრძლივდება.
რადამ ასევე გაახანგრძლივა საყოველთაო მობილიზაციის ვადა 2026 წლის თებერვლამდე.
315-მა დეპუტატმა ხმა მისცა კანონს „უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცების შესახებ „საყოველთაო მობილიზაციის ჩატარების ვადის გაგრძელების თაობაზე“ (რეგისტრაციის ნომერი 14129).