Loading data...
უკრაინაში რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 12-მდე გაიზარდა

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მასშტაბური საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 12-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, დაშავებულია 90 ადამიანი. 

24 აპრილს, ღამით უკრაინის ქალაქებზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანეს.

ომის 1156-ე დღეს, მოსკოვმა ისევ დაბომბა კიევი და ხარკოვი. 

რუსეთის მასშტაბურ საჰაერო იერიშს დასავლელი ლიდერები გამოეხმაურნენ და კრემლის ლიდერს ომის შეჩერებისკენ მოუწოდეს.