Loading data...
უკრაინაში ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილის სტატუსი კიდევ ერთ დეპუტატს განესაზღვრა

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ეჭვმიტანილის სტატუსი კიდევ ერთ სახალხო დეპუტატს მიხაილო ლაბას განუსაზღვრა. შედეგად, საქმეზე ეჭვმიტანილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.

პარალელურად, ბიურომ უზენაეს რადაში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედების სქემა გაასაჯაროვა. ჯგუფის წვერები, ქრთამის სანაცვლოდ, საკუთარ ხმებს ყიდდნენ. გამოძიების ცნობით, ჯგუფში მკაფიო იერარქია მოქმედებდა და როლებიც გადანაწილებული იყო. სახალხო დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის წევრებისგან შემდგარ ჯგუფს კოორდინაციას ერთ-ერთი სახალხო დეპუტატი უწევდა. სასურველი შედეგის მისაღებად კი, მითითებებს, ხმის მიცემის წინ, ისინი WhatsApp-ში შექმნილ სპეციალურ ჯგუფში იღებდნენ.