Loading data...
უკრაინაში დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც 90 მლნ გრივნა მოიპარეს

უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ალექსანდრე ლიევი და კიდევ ორი პირი დააკავეს. მათ 90 მლნ გრივნა (2 მლნ აშშ დოლარი) მოიპარეს, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო დანადგარების შეძენას უნდა მოხმარებოდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ოპერაცია უკრაინის უშიშროების სამსახურმა, სამხედრო კონტრდაზვერვამ და გენერალურმა პროკურატურამ ჩაატარეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, საქმის ფიგურანტებმა გაფუჭებული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები შეიძინეს და საბიუჯეტო ფული მიითვისეს.

დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.