უკრაინაში COVID 19-ის ახალი შტამის „ციკადას“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
უკრაინაში კოვიდ 19-ის ახალი შტამით, „ციკადით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის სიმპტომები 👇
ციკადის სიმპტომები არ განსხვავდება COVID-19-ის სხვა ტიპებისგან.
ძირითადი სიმპტომებია სიცხე, სურდო, ხველა, თავის ტკივილი და დაღლილობა. ზოგიერთ შემთხვევაში გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ასევე გამონაყარი.
ექიმები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია კვლავ რჩება ყველაზე ეფექტურ საშუალებად დაავადებისა და მისი გართულებებისგან თავის დასაცავად.
ეს ქვევარიანტი პირველად მსოფლიო მასშტაბით 2024 წლის ბოლოს დაფიქსირდა. ამჟამად ცნობილია, რომ ვირუსი დაფიქსირებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ შტამს არ შეუძლია ინფექციების ახალი მასშტაბური ტალღის გამოწვევა.
საქართველოში ახალი შტამის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, სპეციალისტების ვარაუდით, მაღალია გავრცელების რისკი.