Loading data...
უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პოლიტიკოსების მიმართ ნდობის რეიტინგში ვალერი ზალუჟნი პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი – მეექვსეს

„უკრაინაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობის რეიტინგში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ლიდერობს“, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი, ხოლო მესამე ადგილზე – უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ „მადიარ ბროვდი.

კვლევის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს.

აღნიშნულ მონაცემებს სოციალური კვლევების ცენტრ SOCIS-ის მიერ 28 ივლისიდან 2 აგვისტომდე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები მოწმობს.

კვლევის დეტალები:

ვალერი ზალუჟნი: სრულად ენდობა გამოკითხულთა 27.8%, უფრო ენდობა - 37.1%, უფრო არ ენდობა - 11.6%, ხოლო საერთოდ არ ენდობა - 18.1%.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეექვსე ადგილზეა. მას სრულად ენდობა გამოკითხულთა 18%, უფრო ენდობა - 24.5%, უფრო არ ენდობა - 17%, ხოლო საერთოდ არ ენდობა - 37%.

რეიტინგში მეორე ადგილზეა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი, ხოლო მესამეზე - უპილოტო სისტემების ძალების სარდალი რობერტ „მადიარი“ ბროვდი.

გამოკითხვაში მონაწილეობა 2000-მა რესპონდენტმა მიიღო. კვლევა 2026 წლის 28 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვა არ ჩატარებულა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ლუგანსკის ოლქში, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ ზონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.