Loading data...
უკრაინაში ათასი დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს

რუსეთმა უკრაინას ათასი დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეების საკითხთა საკოორდინაციო შტაბი იუწყება. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

„რუსული მხარე იტყობინება, რომ ეს ცხედრები უკრაინელ სამხედროებს ეკუთვნის. უახლოეს მომავალში ყველა აუცილებელი ექსპერტიზა და ცხედრების იდენტიფიცირება ჩატარება“, - განაცხადეს უწყებაში.

გადასცა თუ არა უკრაინამ რუსეთს დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრები, უცნობია.

ცხედრების გადაცემის ღონისძიებები რუსეთის ბრიანსკის ოლქში ჩატარდა.