უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კიევზე რუსეთის იერიშები დაგმო
უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ჯული დევისმა რუსეთის მიერ კიევზე 24 მაისის ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმები დაგმო. შესაბამის განცხადებას უკრაინაში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
დევისმა აღნიშნა, რომ ამ თავდასხმის ზოგიერთი შედეგი საკუთარი თვალით იხილა.
„მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული დარტყმები მიუღებელია. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა ადრე განაცხადა, ეს ომი უნდა დასრულდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
აშშ-ის საელჩომ სამძიმარი გამოუცხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც „ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად დაზარალდა“.
Уночі 24 травня Росія атакувала Київ, завдавши ударів по музеях, метро, житлових будинках та інших цивільних об’єктах, спричинивши масштабні руйнування по всьому регіону. Сьогодні я на власні очі побачила деякі наслідки цієї атаки. Цілеспрямовані удари по цивільному населенню та… pic.twitter.com/PvgojSVlpP
— U.S. Embassy Kyiv (@USEmbassyKyiv) May 25, 2026