1743194459
უცხოეთი
„უკრაინას ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომელსაც პატივი უნდა სცენ“ - გაერო უარყოფს პუტინის ინიციატივას უკრაინაში დროებითი მმართველობის ჩამოყალიბების შესახებ

გაერო უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში დროებითი მმართველობა ჩამოყალიბდეს.
მოსკოვის ინიციატივას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინას ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომელსაც პატივი უნდა სცენ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას არალეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს და კიევში დროებითი გარდამავალი მთავრობა გაეროს ეგიდით უნდა ჩამოყალიბდეს.