Loading data...
უკრაინას 909 დაღუპული მებრძოლის ცხედარი გადაეცა

უკრაინას 909 დაღუპული მებრძოლის ცხედარი გადაეცა, რომლებიც რუსეთთან ომში დაიღუპნენ. ამის შესახებ საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

დაღუპული სამხედროები კურახოვოს, პოკროვსკის, ბახმუტის, უგლედარის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე იბრძოდნენ.

უკრაინამ რუსეთს 43 დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცა. ცხედრების გაცვლაში შუამავალი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გამოვიდა. ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდებათ და შემდეგ მათ ნათესავებს გადასცემენ.

სამხედროთა ცხედრების წინა გაცვლა 14 თებერვალს მოხდა. მაშინ რუსეთმა უკრაინას 757 სამხედროს ცხედარი გადასცა, ხოლო უკრაინამ რუსეთს - 45. ეს ერთ-ერთი ჰუმანიტარული სფეროა, რომელშიც ჯერ კიდევ არსებობს კონტაქტები რუსეთსა და უკრაინას შორის.