Loading data...
უკრაინამ სანკტ-პეტერბურგის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბა

რუსული მედიის განცხადებით, სანკტ-პეტერბურგზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.

როგორც მედია წერს, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ნავთობის ტერმინალი, რომელიც ფინეთის ყურეში მდებარეობს, რუსეთის საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი საცავია. აღნიშნული ტერმინალის მეშვეობით რუსეთი ზღვით, რკინიგზითა და საავტომობილო გზით ბენზინის ექსპორტს ახდენს. საუბარია წელიწადში დაახლოებით 12,5 მილიონ ტონა ბენზინზე.

ოპერატიულმა შტაბმა მოსახლეობას მოუწოდა, დრონების საფრთხის მოხსნამდე სახლში დარჩნენ და გააფრთხილა მობილური ინტერნეტის მომსახურების შესაძლო შეფერხების შესახებ.

თავდასხმა განხორციელდა ლენინგრადის ოლქზეც, რეგიონის თავზე 72 დრონი ჩამოაგდეს.

გუბერნატორ ალექსანდრე დროზდენკოს თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ვისოცკის პორტთან ახლოს ჩამოვარდა. დაშავებულების ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.