Loading data...
უკრაინამ საერთაშორისო ლეგიონი ჩუმად დაშალა - Le Monde

2025 წლის ბოლოს უკრაინამ ფაქტობრივად დაიწყონ საერთაშორისო ლეგიონის დაშლა, - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde წერს. 

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, საერთაშორისო ლეგიონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში შეიქმნა. 

გავრცელებული ცნობით, უცხოელი მებრძოლები გადაჰყავთ რეგულარული არმიის მოიერიშე ლეგიონებში, რომლებიც ყველაზე სახიფათო საბრძოლო მისიებს ასრულებენ.

გენერალური შტაბის გადაწყვეტილება ფარულად 2025 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა. ამავდროულად, ლეგიონის მე-2 ბატალიონმა დროებითი გადავადება 15 თებერვლამდე მიიღო, თუმცა მისი პირადი შემადგენლობა უკვე გადაყვანილი იყო 129-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 253-ე მოიერიშე ლეგიონში.

უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები ამბობენ, რომ გადაყვანის შესახებ მოულოდნელად შეიტყვეს.

„ეს შოკი იყო. გვითხრეს: „ჩაალაგეთ ბარგი და იმავე დღეს წადით კრივოი-როგში“, – ამბობს 45 წლის დანიელი ფარერის კუნძულებიდან, მეტსახელად „ვიკინგი“, რომელიც ლეგიონს 2023 წელს შეუერთდა.

მისი თქმით, გადაყვანის შემდეგ, მომსახურების პირობები მკვეთრად გაუარესდა.

„ერთი კვირაა ყაზარმებში ვართ გამოკეტილები, წყლისა და ინტერნეტის გარეშე. არც საწვრთნელი შეხვედრებს ვატარებთ და არც წვრთნებს. ყველა დემორალიზებულია და ჩვენი ბევრი თანამებრძოლი წავიდა“, - ამბობს ის.

საერთაშორისო ლეგიონის მე-2 ბატალიონის შტაბის უფროსი ანდრეი სპივაკი სარდლობის გადაწყვეტილებას სტრატეგიულ შეცდომას უწოდებს.

„საერთაშორისო ლეგიონის დაშლა რესურსების წარმოუდგენელი ფლანგვაა დანაყოფში, სადაც ყველა ოფიცერი ორენოვანია. ჩვენ ლეგიონერებს ინოვაციურ თავდაცვით ტაქტიკაში ვავარჯიშებდით და ახლა მათ თავდასხმის დანაყოფებში გაგზავნიან, რაც სხვა მისიაა“, – აღნიშნავს სვაკი.

ლეგიონში უცხოელთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ გასაჯაროებულა. 

2022 წლიდან რამდენიმე ათასმა მოხალისემ გააფორმა კონტრაქტი, თუმცა დანაყოფმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მოსალოდნელ 20 000-კაციან შემადგენლობას.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხოელები იღებენ იგივე ხელფასს, რასაც უკრაინელი ჯარისკაცები, მაგრამ აქვთ უფლება შეწყვიტონ კონტრაქტები ექვსთვიანი სამსახურის შემდეგ, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

2025 წლამდე საერთაშორისო ლეგიონი ოთხი ბატალიონისგან შედგებოდა და მონაწილეობდა მნიშვნელოვან ბრძოლებში, ხარკოვის ოლქის გათავისუფლებიდან ვოვჩანსკის და ჩასოვ-იარის დაცვამდე.