Loading data...
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა - Reuters

უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში არსებულ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების შეჩერება შესთავაზა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.  

მედიის ცნობით, უკრაინამ წინადადება რუსეთს მესამე მხარის საშუალებით გადასცა, თუმცა მოსკოვი კიევის ინიციატივას ჯერ არ გამოხმაურებია.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ რუსეთს შეთავაზება მას შემდეგ გაუგზავნა, რაც გემებსა და პორტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ სურსათის გლობალურ მარაგთან დაკავშირებით რისკები გაიზარდა.

კიევის წინადადება გავრცელდა ცნობების ფონზე, რომ ვაშინგტონი ცდილობს უკრაინის დარწმუნებას, შეამციროს რუსეთის პორტებზე დარტყმები. 

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეწყვიტოს შავ ზღვაში დრონებით იერიშები იმ ტანკერებზე, რომლებიც რუსეთს არ ეკუთვნის.