Loading data...
უკრაინამ რეპატრიაციული ღონისძიებების შედეგად კიდევ 1 000 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რეპატრიაციული ღონისძიებების შედეგად კიდევ 1 000 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც, რუსული მხარის თქმით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით. ინფორმაციას სამხედრო ტყვეების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

„დღეს ჩატარდა რეპატრიაციული ღონისძიებები. უკრაინაში დაბრუნდა ათასი ცხედარი, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საკოორდინაციო შტაბმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ასევე. უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსონალს დახმარებისთვის.