Loading data...
უკრაინამ პოლონეთთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება გააფორმა

8 ივლისს უკრაინამ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ European Pravda წერს. 

შეთანხმება ვარშავაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს გაფორმდა. პოლონეთის მხრიდან  ხელშეკრულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მოაწერა.

შეთანხმების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ტუსკთან შეხვედრისა და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი შეხვედრას პოლონელ კოლეგასთან, ანჯეი დუდასთან გეგმავს.