Loading data...
უკრაინამ ორი უნგრელი დიპლომატი გააძევა

უკრაინამ უნგრეთის ქმედებების საპასუხოდ ორი უნგრელი დიპლომატი გააძევა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

9 მაისს, უკრაინამ უნგრეთის ქმედებების საპასუხოდ ორი უნგრელი დიპლომატი გააძევა: მათ უკრაინა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

„ჩვენ ახლახან მოვიწვიეთ უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადავეცით შესაბამისი ნოტა“, - აღნიშნა სიბიგამ.