1739539510
უცხოეთი
უკრაინამ და რუსეთმა სამხედროთა ცხედრები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა ომში დაღუპულთა ცხედრები გაცვალეს. უკრაინას 757 სამხედროს ცხედარი გადაეცა, ხოლო რუსეთს - 45. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
სამხედრო ტყვეების საკითხთა საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, დაღუპული უკრაინელი სამხედროები დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე იბრძოდნენ.
სამხედროების ცხედრების გაცვლა მანამდე 2025 წლის იანვრის ბოლოს მოხდა. მაშინ უკრაინას 700-ზე მეტი ცხედარი გადაეცა, ხოლო რუსეთს - 49.