1765778026
უცხოეთი
უკრაინამ აშშ-ში გადაგზავნილ სამშვიდობო გეგმაში შეიარაღებული ძალების დონბასიდან გაყვანის შესაძლებლობა გამორიცხა - The New York Times
„უკრაინამ აშშ-ში გადაგზავნილ სამშვიდობო გეგმაში გამორიცხა შეიარაღებული ძალების დონბასიდან გაყვანის შესაძლებლობა“, - ინფორმაციას The New York Times იუწყება.
როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, გეგმაში, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ ვაშინგტონში გააგზავნა, ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა შეინარჩუნონ კონტროლი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე იმ ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არ არის ოკუპირებული.
ასევე, უკრაინა ითხოვს, რომ დასავლეთმა იურიდიულად გამყარებული უსაფრთხოების გარანტიები მისცეს კიევს, რუსეთის მხრიდან სამომავლო აგრესიისგან დასაცავად.
ცნობისთვის, მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე დღეს, 15 დეკემბერს ბერლინში გაგრძელდება.