Loading data...
უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის „წითელი ხაზები“ წარუდგინა - RBC უკრაინა

უკრაინის დელეგაციამ საუდის არაბეთში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე სამშვიდობო პროცესის კონტექსტში მისი წითელი ხაზები დაასახელა, - ამის შესახებ ინფორმირებულმა წყარომ RBC უკრაინას განუცხადა.

წყაროს ცნობით, ნატოს წევრობაზე უარის თქმას და უკრაინის ძალების ზომაზე შეზღუდვების დაწესებას უკრაინა არ დათანხმდება.

წითელი ხაზები

გამოცემის თანამოსაუბრის თქმით,  უკრაინას არ შეუძლია უარი თქვას ამბიციაზე, გახდეს ნატოს წევრი და არმიის რაოდენობა შეზღუდოს. 

„რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

„უკრაინისთვის არსებობს მკაფიო წითელი ხაზები, მათ შორის, უკრაინის თავდაცვის ძალების ზომაზე შეზღუდვის დაწესება და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაზე რაიმე შეზღუდვის დაწესება. ნატოს საკითხი, ასევე, წამოსწია ანდრეი ერმაკმა“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

როგორ ჩაიარა მოლაპარაკებებმა?

წყაროს თქმით, უკრაინა ჯიდაში სამი ძირითადი პოზიციით გაემგზავრა: ცეცხლის შეწყვეტა ჰაერში, ცეცხლის შეწყვეტა ზღვაზე და უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და ბავშვების გათავისუფლება. ასეთი პოზიციები ადრე შეთანხმებული იყო ევროპასთან.

მაგრამ მოლაპარაკებების დროს შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინა წინადადება არა ნაწილობრივი, არამედ სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სამაგიეროდ, ვაშინგტონი დაჰპირდა უკრაინის სამხედრო დახმარებას და დაზვერვის გაზიარებას.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს გაყინული კონფლიქტი“, - განმარტა მან.

უმეროვის როლი

წყარომ აღნიშნა, რომ საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ უკრაინამ შეძლო შეერთებულ შტატებთან „ურთიერთობის ნორმალურ გზაზე“ დაბრუნება.

მისი თქმით, შეხვედრის დროს უკრაინულმა დელეგაციამ ამერიკელებს აჩვენა საომარი მოქმედებების ამჟამინდელი რუკა, ახსნა-განმარტებით, თუ რომელი ტერიტორიები დაიკავა რუსეთმა და როდის, რატომ სჭირდებოდათ აგრესორებს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და.ა.შ. - ეს არგუმენტები მიიღეს ამერიკელებმა.