Loading data...
„უკრაინა არ იყიდება - ჩვენ საშობაო ბაზრობაზე არ ვართ“ - გაეროში უკრაინის ელჩი რუსეთის წარმომადგენელს

ჩვენი ტერიტორია და ჩვენი სუვერენიტეტი არ იყიდება“, - ამის შესახებ გაეროში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა განაცხადა.

„ჩვენი ტერიტორია და ჩვენი სუვერენიტეტი არ იყიდება. ჩვენ საშობაო ბაზრობაზე არ ვართ. რუსეთს სურს, რომ უკრაინა კაპიტულაციას დანებდეს. რუსეთს სურს, რომ ჩვენ დანებდეთ“, - მიმართა გაეროში უკრაინის ელჩმა რუსეთის წარმომადგენელს.

მელნიკმა, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურა „მასშტაბური მეორადი სანქციების შემოღების აუცილებლობა ყველა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის ომის წარმოების მანქანას უჭერს მხარს“.

მისი თქმით, როგორც კი მოსკოვში შემომავალი „ჭუჭყიანი ფულის“ ნაკადი შეწყდება, „პუტინი პირველი იქნება, ვინც ცეცხლის შეწყვეტას შეეცდება“.