1792240873
უცხოეთი
UKMTO: სპარსეთის ყურეში, საუდის არაბეთის სანაპიროდან 68 საზღვაო მილის მოშორებით, ნავთობტანკერზე შეტევა განხორციელდა
გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამმართველომ (UKMTO) სპარსეთის ყურეში ნავთობტანკერზე შეტევის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.
უწყების ცნობით, ტანკერზე იერიში საუდის არაბეთის ქალაქ ელ-ჯუბაილის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 68 საზღვაო მილის დაშორებით განხორციელდა.
თავდასხმის შედეგად გემი დაზიანდა. UKMTO-ის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა.
ვინ დგას შეტევის უკან, ჯერჯერობით უცნობია.