Loading data...
„უკიდურესად არასანდო ხალხია“ - ტრამპი ირანს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

„იმ პირობებს, რომლებიც ირანმა ყალბ ახალ ამბებში გაავრცელა, არანაირი კავშირი არ აქვს წერილობით შეთანხმებულ პუნქტებთან. მათი განცხადებები, მათ შორის უსუსური და საცოდავი მტკიცება იმისა, თითქოს შეთანხმებას მიაღწიეს, სრული სიცრუეა.

ისინი უკიდურესად არასაიმედო ხალხი არიან. მათთან კეთილსინდისიერ თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. გაოგნებული ვარ!

ამასთანავე, სრულიად მიუღებელია წუხელ მათი მხრიდან დრონებით განხორციელებული თავდასხმა ჰორმუზის სრუტიდან გამოსულ ინდურ გემებზე, რაც სრულადაა მოგერიებული. სჯობს გონს მოეგონ, თანაც სასწრაფოდ!“ - წერს დონალდ ტრამპი.