Loading data...
უიტკოფის განცხადებით, აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები შესაძლოა, მომდევნო 10 დღის განმავლობაში გაიმართოს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მომდევნო 10 დღის განმავლობაში აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა დაუშვა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ამ კვირაში ჟენევაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.

უიტკოფის თქმით, უმეროვი შესაძლოა, ფლორიდაში ჩავიდეს, რის შემდეგაც აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

„როგორც ვთქვი, ჩვენ მხოლოდ ჟენევაში არ ვხვდებით. სინამდვილეში, ვფიქრობ, რუსტემი შესაძლოა, მალევე ჩამოვიდეს ფლორიდაში ჩვენთან შესახვედრად და სამმხრივი შეხვედრაც გაიმართება“, - აღნიშნა მან.