უიტკოფის და კუშნერის ვიზიტებს მოსკოვში ზელენსკი უკრაინის მიმართ უპატივცემულობას უწოდებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის ვიზიტები მოსკოვში არის უპატივცემულობა უკრაინის მიმართ, რადგანაც ისინი კიევში არც ერთხელ არ ჩასულან. ამის შესახებ BBC იუწყება.
კერძოდ, უიტკოფი მოსკოვში ბოლო ხნის განმავლობაში უკვე რვაჯერ იმყოფებოდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არაერთხელ შეხვდა.
კიევში კი ისინი ტრამპის სპეცწარმომადგენლის სტატუსით არც ერთხელ არ ჩასულან.
„მე კარგად მესმის, რომ ჩვენთან რთული ლოგისტიკაა, მაგრამ თუ არ სურთ ჩამოსვლა, შეგვიძლია ერთმანეთს სხვა ქვეყნებში შევხვდეთ. ის ფაქტი, რომ მოსკოვში ჩადიან, სოლო კიევში - არა, არის უპატივცემულობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა, რომ უიტკოფი და კუშნერი კიევში ჩასვლას აპირებდნენ, მაგრამ აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ეს ვიზიტი გადაიდო.
აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის დელეგაციების ბოლო სამმხრივი შეხვედრა თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართა.