უიტაკერი გრენლანდიაზე: ევროპა ხანდახან გადაჭარბებულად რეაგირებს, ეს კი ერთ-ერთი ის შემთხვევაა, როცა ცივი გონების შენარჩუნებაა საჭირო
ევროპა გადაჭარბებულად რეაგირებს გრენლანდიის საკითხზე,- ამის შესახებ Fox News Digital-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.
მეთიუ უიტაკერი აცხადებს, რომ საკითხი შეერთებულ შტატებს, დანიასა და გრენლანდიას შორის უნდა მოგვარდეს.
ის, ასევე, აღნიშნავს, რომ გეოგრაფიული მდებარეობა გრენლანდიას შეერთებული შტატების თავდაცვის დაგეგმვის ცენტრალურ ელემენტად აქცევს.
„იმის ფონზე, რომ ყინული დნება და არქტიკისკენ გზები იხსნება, არქტიკისა და გრენლანდიის უსაფრთხოება, რომელიც კონტინენტური შტატების ჩრდილოეთი ფლანგია, გადამწყვეტი მნიშვნელობის ხდება. თუ გრენლანდიას, როგორც სამხედრო საზღვაო რესურსების წვდომის ნაწილს განვიხილავთ, მაშინ დასავლეთ ნახევარსფეროს ამ ნაწილის მონიტორინგის გამყარებას შტატების გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ევროპა ხანდახან გადაჭარბებულად რეაგირებს, ეს კი ერთ-ერთი ის შემთხვევაა, როცა ცივი გონების შენარჩუნებაა საჭირო“, - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა.