„უბრალოდ უნდა დარეკოთ“ - ლავროვი ევროპელი ლიდერების მიერ რუსეთთან დიალოგის შესახებ განცხადებებზე
ევროპელი ლიდერების განცხადებები რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ არასერიოზულად ჟღერს. თუ მათ ნამდვილად სურთ მოსკოვთან კონტაქტების დამყარება, უბრალოდ უნდა დაურეკონ,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2025 წელს რუსეთის დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვს თანამშრომლობის ყველა კარი არ დაუხურია.
მან გაიხსენა, რომ ევროპული ქვეყნების ლიდერები, „ოთხი წელია აცხადებენ, რომ რუსეთთან ერთ მაგიდასთან ჯდომა უბრალოდ შეუძლებელია“ და შემდეგ, ერთხმად მოითხოვდნენ „რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებას“, ისინი მოულოდნელად ამბობენ, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებაა საჭირო.
„[გერმანიის კანცლერმა] მერცმა თქვა, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და ჩვენ მათთან საუბარი გვჭირდება.
ამიტომ, ვურჩევ მათ, ვისაც ჩვენთან სერიოზული საუბარი სურს, მაშინ უბრალოდ დარეკეთ“, - დასძინა მან.