Loading data...
ტუსკი: უკრაინაში ომი შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დასრულდეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ევროპელ ლიდერებთან, კანადასთან და ნატოსთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი შესაძლოა, რამდენიმე კვირაში დასრულდეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

ტუსკის თქმით, მოხდა მოვლენები, რომლებიც იმედს იძლევა, რომ ომი შეიძლება დასრულდეს და საკმაოდ სწრაფად. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს მაინც იმედია, რომელიც 100%-ით დანამდვილებით არ არის ცნობილი“.

„როდესაც ვამბობ, რომ მშვიდობა ჰორიზონტზეა, ვგულისხმობ მომავალ კვირებს და არა მომავალ თვეებს, ან წლებს. იანვრისთვის ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილებები უკრაინის მომავლის, მსოფლიოს ამ ნაწილის მომავლის შესახებ“, - აღნიშნა მან.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიები კონფლიქტის სწრაფი დასრულების იმედის საფუძველს იძლევა, თუმცა კიევს ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა მოუწევს.