Loading data...
ტუსკი: ტრანსატლანტიკურმა ერთიანობამ ამჟამინდელი რთული პერიოდი უნდა გადალახოს

ტრანსატლანტიკურმა ერთიანობამ ამჟამინდელი რთული პერიოდი უნდა გადალახოს, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და ხაზი გაუსვა ვარშავასა და ვაშინგტონს შორის კავშირების მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც პენტაგონმა პოლონეთში 4000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის განლაგების გეგმები გააუქმა.

პოლონეთში, ევროპაში,ატლანტის ოკეანის გადაღმა, აშშ-სა და კანადაში ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ ტრანსატლანტიკურმა თანამშრომლობამ, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, ეს რთული პერიოდი გადალახოს“, - განაცხადა ტუსკმა პრესკონფერენციაზე.

ტუსკმა ეს განცხადება ამერიკულ კომპანია Honeywell-თან შეთანხმების ხელმოწერის დროს გააკეთა, რომელიც „აბრამსის“ ტიპის ტანკებისთვის ძრავების სერვისცენტრის შექმნას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს შეთანხმება ტრანსატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობის მაგალითია.

„თქვენ აქ მეგობარი გყავთ... თქვენ ყველაზე ერთგული მოკავშირე გყავთ. ამის გახსენება ღირს, რადგან ამერიკა უკეთეს მოკავშირეს ვერსად იპოვის“, - განაცხადა ტუსკმა შეერთებული შტატებისადმი მიმართვისას.