1757963615
უცხოეთი
ტუსკი: პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც სამთავრობო შენობების თავზე დაფრინავდა

პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც სამთავრობო შენობების თავზე დაფრინავდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 სექტემბერს გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო და პოლონეთის პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის თავზე დაფრინავდა“, - წერს ტუსკი.
გარდა ამისა, მისი თქმით, დაკავებულია ბელორუსის ორი მოქალაქე. პოლიცია მომხდარის გარემოებებს იძიებს.
Przed chwilą Służba Ochrony Państwa zneutralizowała drona operującego nad budynkami rządowymi (Parkowa) i Belwederem. Zatrzymano dwóch obywateli Białorusi. Policja bada okoliczności incydentu.
— Donald Tusk (@donaldtusk) September 15, 2025