Loading data...
ტუსკი: პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს

პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლა „რეალურ საფრთხედ“ იქცა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. 

ტუსკმა პოლონეთის ნაციონალისტი პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი და მემარჯვენე ოპოზიციური პარტიები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ქვეყანას ბლოკიდან გასვლისკენ უბიძგებენ. 

მისი თქმით, ულტრამემარჯვენე კონფედერაციის ალიანსის ორივე ფრაქცია და ნაციონალისტური პარტიის „კანონის და სამართლიანობის“ წევრების უმრავლესობა პოლონეთის ევროკავშირიდან გაყვანას ცდილობენ.

„ნავროცკი მათი მფარველია. რუსეთს, ამერიკულ MAGA [„გავხადოთ ამერიკა ისევ დიდებული“] მოძრაობას და ევროპელ მემარჯვენეებს, ორბანის მეთაურობით, ევროკავშირის განადგურება სურთ. ეს პოლონეთისთვის კატასტროფა იქნება. ყველაფერს გავაკეთებ მათ შესაჩერებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა დონალდ ტუსკმა.