ტუსკი: პოლონეთი ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ არ შეუერთდება
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი შეერთებული შტატების პრეზიდენტის „მშვიდობის საბჭოს“ არ შეუერთდება.
„დროა, ნათლად და ცალსახად განვაცხადოთ, რომ არსებულ ვითარებაში პოლონეთი არ შეუერთდება „მშვიდობის საბჭოს“, თუმცა ჩვენ გავაანალიზებთ სიტუაციას. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ჩვენთვის პრიორიტეტია და ასე დარჩება. გარემოებები თუ შეიცვლება, ჩვენ არ გამოვრიცხავთ არცერთ სცენარს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
როგორც ტუსკმა აღნიშნა, ინფორმაცია მიიღო „მშვიდობის საბჭოს“ პირველი შეხვედრისთვის მზადების შესახებ, რომელიც 19 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართება.
როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პოლონელმა ოფიციალურმა პირებმა მიწვევა მიიღეს და თუ კაროლ ნავროცკი მონაწილეობას გადაწყვეტს, მთავრობის ინსტრუქციები უნდა შეასრულოს.
„პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს, რომ 19 თებერვალს შეერთებულ შტატებში დაგეგმილ შეხვედრას მოწმის სტატუსით დაესწროს, ის, რა თქმა უნდა, მთავრობისგან მიიღებს სრულ ინსტრუქციას შემდგომი ქმედებების შესახებ“, – აცხადებს ტუსკი.