Loading data...
ტუსკი: დათმობა სისუსტის ნიშანია, ევროპა არ შეიძლება, თუნდაც მოკავშირესთან, იყოს სუსტი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ევროპის სახელმწიფოებს მოუწოდა, მტკიცედ დაიცვან საკუთარი ინტერესები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შანტაჟის ფონზე.

„დათმობაზე წასვლა ყოველთვის სისუსტის ნიშანია. ევროპას არ აქვს იმის ფუფუნება, იყოს სუსტი, არც მტრების და არც მოკავშირეების მიმართ. დათმობაზე წასვლა ნიშნავს, რომ შედეგი არ იქნება, მხოლოდ დამცირება. ამ მომენტში საჭიროა ევროპული სიმტკიცე და თავდაჯერებულობა“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.