1768476213
უცხოეთი
ტუსკი: აშშ-ის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა რუსეთმა უარყო და არა ზელენსკიმ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა რუსეთმა უარყო და არა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა.
„აშშ-ის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა რუსეთმა უარყო და არა ზელენსკიმ. რუსეთის ერთადერთი პასუხი უკრაინის ქალაქებზე შემდგომი სარაკეტო დარტყმები იყო. სწორედ ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა. ეს ყველამ იცით“, - წერს ტუსკი.
It is Russia who rejected the peace plan prepared by the US, not @ZelenskyyUa. The only Russian response were further missile attacks on Ukrainian cities. This is why the only solution is to strengthen pressure on Russia. And you all know it.
— Donald Tusk (@donaldtusk) January 15, 2026