1763897383
უცხოეთი
ტუსკი: 28-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის დაწყებამდე კარგი იქნება ვიცოდეთ, ვინ არის მისი ავტორი და სად შეიქმნა ის
28-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის დაწყებამდე კარგი იქნება ვიცოდეთ, ვინ არის მისი ავტორი და სად შეიქმნა ის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპის, კანადის და იაპონიის ლიდერებთან ერთად გამოვაცხადეთ მზადყოფნა, გარკვეული შენიშვნების მიუხედავად, ვიმუშაოთ 28-პუნქტიან გეგმაზე. თუმცა მუშაობის დაწყებამდე, კარგი იქნება ზუსტად ვიცოდეთ, ვინ არის ამ გეგმის ავტორი და სად შეიქმნა იგი“, - წერს პოლონეთის პრემიერი.
Together with the leaders of Europe, Canada and Japan, we have declared our readiness to work on the 28-point plan despite some reservations. However, before we start our work, it would be good to know for sure who is the author of the plan and where was it created.
— Donald Tusk (@donaldtusk) November 23, 2025