Loading data...
თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციის სინდირგის რაიონში მიწისძვრა მოხდა.

მედიის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ  4.2 მაგნიტუდა შეადგინა. 

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 9,07 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ამავე ინფორმაციით, ბოლო დღეებში სინდირგის რაიონში 4.8, 4.2 და 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების სერია მოხდა.