Loading data...
თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სასოფლო-სამეურნეო მინდვრებში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, 70-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 78 კი დაშავდა. ჩვენს კლინიკებში ამჟამად 6 პაციენტი მკურნალობს“, - განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ხანძარი დიარბაქირის პროვინციაში სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო მეზობელ მარდინის პროვინციაში გავრცელდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის გავრცელება შეაჩერეს, თუმცა შესაბამისი ღონისძიებები კვლავ გრძელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.