Loading data...
თურქეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მედიის ცნობით, მიწისძვრამ დიდი პანიკა გამოიწვია მოსახლეობაში. მიწისძვრის შემდეგ, მოქალაქეებმა შენობები დატოვეს და ქუჩებში გავიდნენ.

მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო და ძლიერი ბიძგები სტამბოლსა და მეზობელ პროვინციებში იგრძნობოდა.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 40 წუთის განმავლობაში ქვეყანაში სამი მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი კი 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ არ შევიდეთ დაზიანებულ შენობებში, რომელიც მიწისძვრის შემდეგ დაზიანდა და არ დარჩნენ სარისკო შენობებში. 

სავარაუდო დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ გავრცელებულა.