Loading data...
თურქეთმა ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და სხვა ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერი გასცა

სტამბოლის გენერალურმა პროკურატურამ ღაზას სექტორში ჩადენილი „გენოციდის“ და „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების“ ბრალდებით 37 ისრაელელი მაღალჩინოსნის, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, იტყობინება თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu.

როგორც პროკურატურამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაპატიმრების ორდერები გაიცა შემდეგი ისრაელელი თანამდებობის პირებისთვის:

პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ;

თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი;

ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი;

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი;

საზღვაო ძალების მეთაური, ვიცე-ადმირალი დევიდ საარ სალამა და სხვები.

ისრაელის მხრიდან ამ გადაწყვეტილებაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.