Loading data...
თურქეთის პროკურორი კორუფციის საქმესთან დაკავშირებით სტამბოლის მერ ექრემ იმამოღლუსთვის 2000 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

თურქმა პროკურორმა სტამბოლის მერ ექრემ იმამოღლუსთვის 2000 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, რომელიც კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის მოლოდინში მარტიდან პატიმრობაში იმყოფება. ის და მისი მთავარი ოპოზიციური პარტია ბრალდებებს უარყოფენ. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

სტამბოლის მთავარი პროკურორის მიერ წარდგენილი ბრალდება იმამოღლუს და კიდევ 401 პირს კორუფციულ ქსელში მონაწილეობაში ადანაშაულებს, რითაც, სავარაუდოდ, 10 წლის განმავლობაში სახელმწიფოს 160 მილიარდი ლირას (3.81 მილიარდი დოლარის) ოდენობის ზიანი მიადგა. 

იმამოღლუს მთავარი ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ (CHP), ასობით წევრსა და არჩეულ ლიდერებს კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები წაუყენეს, რასაც პარტია „პოლიტიზებულ“ და „ანტიდემოკრატიულ“ ნაბიჯს უწოდებს.