თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-რუსეთის შეთანხმების ფარგლებში, თურქეთი დიზელის საწვავის ნაწილს მიიღებს
თურქეთი მიიღებს რუსული დიზელის საწვავის იმ ნაწილს, რომლის მსოფლიო ბაზარზე სანქციების გარეშე მიწოდების ნებართვაც აშშ-მა გასცა. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, იტყობინება Reuters-ი.
მინისტრის თქმით, შეთანხმებას ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თურქეთი ენერგორესურსებს რუსეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან იღებს. ამასთან, ანკარა შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან შეთანხმებების მეშვეობით მომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობს.
„რუსეთმა ბოლო თვეებში დიზელის საწვავის ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა, როდესაც ეს პრობლემა შეექმნა. ახლა კი მან ტრამპთან დიზელის საწვავის შესახებ შეთანხმებას მიაღწია“, - განაცხადა ბაირაქტარმა და დასძინა, რომ თურქეთიც მიიღებს ამ საწვავის ნაწილს, თუმცა შეთანხმების დეტალები არ გაამხილა.