Loading data...
თურქეთი აცხადებს, რომ ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურა

თურქეთის დროშა

ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის რაკეტა ჩამოაგდეს, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

„ირანიდან გაშვებული რაკეტა, რომელიც ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცეს გადიოდა და ჰათაის რეგიონიდან ჩვენი საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა, ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

რაკეტის ფრაგმენტი სამხრეთ თურქეთში ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, მსხვერპლის, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

CNN-ის ცნობით, სავარაუდოდ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნატოს ძალებმა ჩაჭრეს ირანული რაკეტა, რომელიც წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი დაიწყო.