1715774004
უცხოეთი
თურქმენული გაზი საქართველოს გავლით თურქმენეთს მიეწოდება

თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალპარსლან ბაირაქტარმა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიხეილ ჯაბაროვმა სტამბოლში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამის თაობაზე „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ თურქმენული ბუნებრივი აირის მიწოდება აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით თურქეთში მოხდება.
„შეთანხმების მიხედვით აზერბაიჯანიდან და კასპიის რეგიონიდან თურქეთში დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდებაა გათვალისწინებული, ასევე ბუნებრივი აირი ამ გზით ევროპაშიც იქნება მიწოდებული“, - განაცხადა ბაირაქტარმა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ევროპა-ცენტრალური აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში 10 მლრდ ევროს ინვესტირებას აპირებს.