1755964835
უცხოეთი
თურქეთში უკრაინის ელჩი: თურქეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში განიხილავს

თურქეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს, სულ მცირე, შავი ზღვის ომის შემდგომ განაღმვით სამუშაოებში. ანკარა, ასევე, განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, - ამის შესახებ RBC-Ukraine, თურქეთში უკრაინის ელჩის ნარიმან ჯელალის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„გუშინ შევხვდი თურქეთის თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. თურქეთი მზადაა, უახლოეს მომავალში შეუერთდეს შავი ზღვის განაღმვით სამუშაოებს“, - აღნიშნა მან.
მისივე განცხადებით, თურქეთი იმ 10 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომლებიც უკვე პოტენციურად მზად არიან სამხედრო პერსონალი გაგზავნონ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ფარგლებში.
„ჩვენ მივესალმებით თურქეთის მხრიდან ასეთ ნაბიჯებს“, - დასძინა ელჩმა.