Loading data...
თურქეთში სტამბოლის მერის დაკავების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს 1400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

სტამბოლის ოპოზიციური მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, თურქმა სამართალდამცველებმა 1400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას განცხადებაშია ნათქვამი.

მინისტრის განცხადებით, „2025 წლის 19 მარტიდან უკანონო დემონსტრაციების დროს დააკავეს 1418 ეჭვმიტანილი.“

„არავითარი დათმობა არ იქნება მათთვის, ვინც ცდილობს ტერორი მოახდინოს ქუჩებში, თავს დაესხას ჩვენს ეროვნულ და სულიერ ფასეულობებს და ჩვენს პოლიციელებს“, - ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, ანკარაში მასობრივი შეკრებები 1-ელ აპრილამდე აიკრძალა. მანამდე კი, ანკარის, სტამბოლისა და იზმირის ხელისუფლებამ მასობრივ მსვლელობები შეზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება  სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას უკავშირდება, რასაც თურქეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა.