1790066071
უცხოეთი
თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიჭრა
„თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიჭრა“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ედიის ცნობით, შემთხვევა დასავლეთ თურქეთში, მანისის პროვინციაში, 22 სექტემბრის დილას მოხდა. თავდასხმა ინჯი უზმეზის პროფესიული და ტექნიკური საშუალო სკოლის მიმდებარედ განხორციელდა.
დაშავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან, ხოლო ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია.
თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.